„საქართველოს სინფონიეტას“ და ელბლონგის კამერული ორკესტრის უახლესი პროექტი 
 

2016 წლის ნოემბერში, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ ელბლონგის კამერულ ორკესტრთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელიც „პოლონური კულტურის საერთაშორისო პრომოუშენი 2017 – PROMESA”-ს ფარგლებში ტარდება. ელბლონგის კამერული ორკესტრი 2007 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი რეპერტუარი მოიცავს როგორც კამერულ ასევე სიმფონიურ მუსიკას. ორკესტრის მუსიკოსების დიდი პროფესიონალიზმი ცნობილია პოლონეთსა და მის საზღვრებს გარეთ. კამერული ორკესტრი დაარსდა ელბლონგში, ჩრდილოეთ პოლონეთში და იგი ამ ტიპის ორკესტრებიდან ყველაზე ახალგაზრდა ორკესტრია პოლონეთში. პროექტის პარტნიორი ორკესტრები, 2017 წელს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფესტივალში „შემოდგომის თბილისი 2017“ და ერთად შეასრულებენ თანამედროვე პოლონურ მუსიკას სიმებიანი ორკესტრებისთვის. 2016 წლის ნოემბრის თვეში ორივე მხარე შეხვდა ერთმანეთს თბილისში, განიხილეს დაგეგმილი პროექტის დეტალები და ხელი მოაწერეს ხელშეკრულება. 2016 წლის 17 ნოემბერს შედგა პრესკონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა ელბლონგის კამერული ორკესტრის გენერალური დირექტორი ბოჟენა სილევიჩი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის - „საქართველოს სინფონიეტას“ დირექტორი კონსტანტინე კასრაძე და ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის გენერალური მენეჯერი თეონა კახიძე. მათ წარმოადგინეს ინფორმაცია ორკესტრებზე, ურთიერთთანამშრომლობის მიზნები და კონცერტის პროგრამა. საერთაშორისო ფესტივალზე - „შემოდგომის თბილისი 2017“, ეს ორი კამერული ორკესტრი შეასრულებს კ.პენდერეცკის „Emanations”, კ.სიკორსკის „Sinfonietta per due Orchestre d’archi”, მ.გორეცკის „დივერტისმენტს“ სიმებიანი ორკესტრისათვის, გ.ბაცევიჩის კონცერტს სიმებიანი ორკესტრისათვის და რ.ვ.ვილიამსის „ფანტაზიას თომას ტალისის თემაზე“ ორი სიმებიანი ორკესტრისათვის. კონცერტი გაიმართება ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის საკონცერტო დარბაზში. მუსიკალური ცენტრი უკვე 25 წელია ქვეყნის წამყვან კულტურულ ცენტრად ითვლება, რომელიც მუდმივად მართავს კონცერტებს და ფესტივალებს; მუდმივად ზრუნავს საქართველოში კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და მისი მომავალი განვითარებაზე. ელბლონგის კამერული ორკესტრის მუსიკოსები გეგმავენ თბილისის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გასვლას და კლასიკური მუსიკით ქართველ მსმენელთან დაახლოებს, რათა დაარღვიონ სტერეოტიპი და ამგვარად ქართველი მსმენელის მოზიდვას ფესტივალზე. ღონისძიებები გაიმართება პოლონეთის საელჩოს საქართველოში საპატიო პატრონატით. პროექტს აფინანსებს პოლონეთის რესპუბლიკის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო.