ჩვენს შესახებ

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართელოს სინფონიეტა დაარსდა 2008 წელს. მის რეპერტუარი  მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისათვის ხშირად იმართება საქართველოს სინფონიეტას კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამაც მცირე დროის მიუხედავად, უკვე გამოიღა შედეგები.
თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა საქრთველოს სინფონიეტას კონცერტები იმართებოდა ისეთ შესანიშნავ დარბაზებში როგორებიც არიან ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა. ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, გუთიმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი და სხვა.
2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკო ორკესტრი კავკასიაში.
საქართველოს სინფონიეტა სისტემატიურად თანამშრომლობს მსოფლის საუკეთესო მუსიკოსებთან, მათ შორის არიან: ლიზა ბათიაშვილი, პაველ ვერნიკოვი, იულიან რახლინი, კრისტოფ მაიერი, ნატალია გუტმანი, ელისო ვირსალაძე, ფრანსუა ლელუ, ედუარდ ბრუნერი, სერჟიო აზოლინი, ლევ მარკიზი, ანდრეს მუსტონენი...